განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გადადგა

© photo: Prime Time / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა – პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და, რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პორტფელი 2018 წლის ივლისში ჩაიბარა. სწორედ მის დროს გაერთიანდა ერთ უწყებად სამი სამინისტრო — განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები.

ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პოსტს, ამ დროისთვის უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0