როგორი იყო წლების წინ თბილისი, როდესაც ორი დღით ორი ქართვლის დედა იდგა – ფოტო

© photo: Sputnikქართლის დედა
ქართლის დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვარეთათვის, მეორეში კი ხმალი – მტერთათვის.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში 1997 წელს გადაღებული ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სოლოლაკის გორაზე ორი ქართვლის დედის ქანდაკება დგას. ირკვევა, რომ ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ძველი ქანდაკება ახლით ჩანაცვლდა.

პირველი ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავთან დაკავშირებით. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ისტორიული დღეა" - კალაძე თბილისის მომავალზე

1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა. 20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი.

„ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვარეთათვის, მეორეში კი ხმალი – მტერთათვის. ქანდაკების ძირში იშლება ხედი თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, აგრეთვე ბოტანიკური ბაღის ფარგლებში შესაძლებელია მდინარე წავკისისწყლის აღბეჭდვა, სადაც სამი ხიდია გადებული.

ყველა ახალი ამბავი
0