Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენამ „მამულიჩას“ რომანტიკული ვახშამი მოუწყო – რა ხდება ვარსკვლავებს შორის? – ფოტოები

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი
შორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამულიჩას დაკავებას ქალაქი აქტიურად განიხილავდა და, მიუხედავად გაჩენილი პრობლემებისა, მათი ქორწინება მყარი აღმოჩნდა. ახლა კი შორენა და მამულიჩა ერთად ვახშმობენ. ნახეთ, რა მოუმზადა მამულიჩას ქართველმა სექს-სიმბოლომ.

სოციალურ ქსელში პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და მსახიობ შორენა ბეგაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ფოტოები სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება. კახა და შორენა მეგობრების წვეულებებზე, დაბადების დღეებსა და საღამოებზე დროს მუდამ ერთად ატარებენ.

ამ ზაფხულს ორი ვარსკვლავი ბიჭოლას დაბადების დღეზე დააფიქსირეს, მოგვიანებით – ლელა წურწუმიას გრანდიოზულ სოლო კონცერტზე თბილისში. ახლა კი მამულიჩა შორენა ბეგაშვილის სახლში ნებივრობს. შორენას მობილურით „სთორი“ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შორენა ბეგაშვილი, სახლის ფორმაში გამოწყობილი, სამზარეულოში ფუსფუსებს, რა დროსაც მამულიჩამ დააფიქსირა. სექსუალურმა შორენა ბეგაშვილმა მამულიჩას ვახშამი მოუმზადა. მომზადების პროცესს ლელა წურწუმიას პროდიუსერი ვირტუალურ სივრცეში დიდი სიამოვნებით აქვეყნებს და შორენას სიცილს იწვევს. გადაღების მომენტში კახა მამულაშვილმა იხუმრა, რომ „ქალი იცის „კუხნაში“.

შორენა ბეგაშვილს მოკრძალებული სუფრა აქვს გაშლილი. როგორც ჩანს, ბეგაშვილსა და მამულაშვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ვარსკვლავებს შორის ყველაზე მეგობრულები სწორედ ისინი არიან. ევას ოპერაციისა და რეაბილიტაციის პერიოდში ლელა და მამულიჩა სულ მუდამ შორენას გვერდით იდგნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0