Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანა მარგველაშვილმა შვილის უახლესი ფოტოები გამოაქვეყნა – ნახეთ როგორ გამოიყურება ანასტასია

© Facebook / Anna Margvelashviliანა მარგველაშვილი
ანა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა მარგველაშვილი მამის პრეზიდენტობის პერიოდში სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მის ცხოვრებას დღემდე ყველა განიხილავს. ახალგაზრდა მენეჯერი ერთადერთ ქალიშვილს დამოუკიდებლად ზრდის. პატარა ანასტასიას ყოფილ პრეზიდენტს ძალიან ამსგავსებენ.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2013 წლიდან დღემდე მათი არაორდინალური და საინტერესო ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილს ანა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონა კრეატიულობით გამოირჩევა და, როგორც ჩანს, გაწერილ წესებს არ ემორჩილება. მიუხედავად ამისა, როგორც ინტერვიუებში აღნიშნავს, ფილოსოფოსის და ახლა მცირე ტურისტული ბიზნესის მფლობელის გიორგი მარგველაშვილის აზრი მისთვის პრიორიტეტი იყო და რჩება. მამის პრეზიდენტობის პერიოდში ანა მარგველაშვილი ოფიციალურ ვიზიტებსა და საზეიმო შეხვედრებზე საკუთარი გემოვნებით შემოსილი ჩნდებოდა. ქვეყნის პირველი პირის ქალიშვილი თავისუფალი მანერებით, სტილითა და სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა.

უამრავი ტატუ, თმის ფერის შეცვლა, სტილის გამრავალფეროვნება და პირადი ცხოვრების აწყობა – საზოგადოება ანა მარგველაშვილს სწორედ ამ თემებით განიხილავს. სამწუხაროდ, ანა მარგველაშვილს ახლადშექმნილი ოჯახი მალე დაენგრა. წყვილს ერთი ქალიშვილი ანასტასია ჩიჩუა დარჩა. პატარა გოგონა 3 წლის გახდა და მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი ანასთვის ძალიან ძვირფასია. ანას ყოფილ მეორე ნახევარს, მუსიკოს გიორგი ჩიჩუას ცოლთან ურთიერთობა აღარ აქვს, მაგრამ მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ პატარა ქალიშვილს დიდ ყურადღებას აქცევს.

ანა მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. ჰყვება, რომ მის შვილს არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს, მიუხედავად ამისა, ბავშვის გაზრდაში ადრე დედამთილი, ახლა კი ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან. პატარა ანასტასიას ანა მარგველაშვილმა სახელი დედის პატივსაცემად დაარქვა, მაგრამ აშკარაა, რომ გოგონა ბაბუის ასლია. გოგონა გიორგი მარგველაშვილის ორ ვაჟთან თემოსთან და თომასთან ერთად იზრდება. მათ შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა და ბავშვები ძალიან მეგობრობენ. ამას მათი თბილი ფოტო-ვიდეოებიც მოწმობს.

ყველა ახალი ამბავი
0