02:53 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ირინა ონაშვილი

ირინა ონაშვილი ორ ვაჟთან ერთად პოზირებს – დედა-შვილმა დიდი ინტერესი გამოიწვია

© Photo: Irina Onashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (843)
350810

ყოფილი წარმატებული მოდელი და თანამედროვე „ინფლუენსერი“ სოციალურ ქსელს იპყრობს. ორ ვაჟთან ერთად გამოქვეყნებული უთბილესი სურათით აღფრთოვანებული ფანები ემოციებს ვერ მალავენ.

მშვენიერი ირინა ონაშვილი ყურადღებას არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ინტელექტითაც იწვევს. ცნობილი ქართველი მოდელი სხვადასხვა სფეროში დიდი წარმატებით მოღვაწეობს, მათ შორის, მსოფლიოში ახალ ტენდენციად გავრცელებული „ინფლუენსერების“ სკოლის დამაარსებელია. საქართველოში „ინფლუენსერობა“ სულ ახლახან გაჩნდა და ახლა თითოეული ქართველი სელებრითი ამ საქმიანობით დაკავდა.

ირინა ონაშვილის პირადი ცხოვრებით ბევრი ადამიანი ინტერესდება. როგორც ნებისმიერ ვარსკვლავს, ყოფილ მოდელსაც აქვს საიდუმლოებები. დიდი ხნის მანძილზე მეორე შვილზე ფეხმძიმობას საზოგადოებას არ უმხელდა. „მის საქართველო 2003“ ირინა მეორე შვილის დედა 2017 წლის მარტში გახდა. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და ექს-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ორ პოზიციას იკავებდა – ლადო ვარძელაშვილი სხვადასხვა დროს შიდა ქათ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. ვარსკვლავურ წყვილს პირველი ვაჟი დაქორწინებიდან მცირე დროში შეეძინა, ბიჭუნას საბა დაარქვეს.

მოდელი საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავს. Instagram-ის პირად გვერდზე თავის მოვლის საშუალებებს ხშირად აქვეყნებს და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს დაუზარებლად უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ ირინა ონაშვილმა მარტივად დაიკლო. მის გარეგნობაში სოციალური ქსელის ყველაზე კრიტიკული მომხმარებლებიც კი მინუსებს ვერ ხედავენ. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადება, რომელიც 5 კილომდე გაჩნდა, ვერაფერს აკლებს. ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი სამოდელო კარიერაზე არ შეჩერდა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, როგორც ნებისმიერი ქართველი ვარსკვლავი, ირინა ვაჟებთან ურთიერთობას ინტენსიურად ცდილობს. საბა ვარძელაშვილი 9 წლის არის, ხოლო დათის 3 წელი შეუსრულდა. დედა-შვილმა ზაფხული ბათუმში ერთად გაატარა. ირინამ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაიტანა. მრავალი ჭორ-მართალის მიუხედავად ლადო ვარძელაშვილისა და ირინა ონაშვილის ურთიერთობა მყარი აღმოჩნდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (843)

მთავარი თემები