Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს ოთხი ბიჭი ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში“ – ანუკი არეშიძის ემოციური პოსტი

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს.

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ღია ცის ქვეშ ჩატარდა. დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს პატარა ნერგები დაურიგა, მოსაწვევს კი დიდი ასოებით ეწერა: „თითოეული მცენარე მნიშვნელოვანია!“ შოუს ბოლოს გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლების“ თანხლებით ქართველი დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარდგა. ჩვენების დასრულების შემდეგ დიზაინერმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ! პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამავდროულად ვიყოთ აქტიური დედები, მოკლედ გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ“, – წერს ანუკი არეშიძე.

ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში წყვილს ვაჟი – ნიკოლა შეეძინა. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.

ყველა ახალი ამბავი
0