23:15 26 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
849 0 0

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. ერთ-ერთმა გამოჩენილმა მომღერალმა ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ რადიკალურად შეიცვალა თუ არა შემსრულებელი

ელეგანტური, ეშხიანი,  განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი- ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ესწრებიან. წარმოუდგენელია- ლელა წურწუმია 50 წლისაა. საქართველოში ერთად ერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც  სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, ლელა წურწუმიას და ქართველი კომპოზიტორ-მსახიობების მეგობრობა. ლელა და მისი პროიდუსერი კახა მამულაშვილი ფაქტობრივად მთელ ქართულ შოუ-ბიზნესს ემეგობრებიან. მათ გარშემო ერთი დიდი ოჯახი შეიკრა და ახლა ლელას სოლო კონცერტებს არა მხოლოდ ესწრებიან, არამედ მონაწილეობენ და გულმოდგინედ ამხნევებენ. პოპ-დივას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე იშვიათად ნახავთ მარტო მყოფს. მის გარშემო მუდამ ხალხმრავლობაა. ოქტომბრის დასაწყისში სპორტის სასახლეში ჩატარებულმა კონცერტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბილეთები სულ რამდენიმე დღეში გაიყიდა და მთელი დარბაზი აივსო.

ლელა წურწუმია გარეგნობასა და წონაზე საუბარს თავს არ არიდებს. მის ბინებრივ სილამაზესა და ეშხში ეჭვი არავის შეაქვს. თუმცა ამის დასტურად, ლელას უახლესი ფოტოს გამოყენება შეიძლება, რომელზეც მომღერალი ქართველ წარმოჩენილ რეჟისორ დავით დოიაშვილთან ერთადაა აღბეჭდილი.პოპ-დივამ 2003 წელს გადაღებული სურათი ატვირთა.  ლელა წურწუმიას იმ დროისათვის დამახასიათებელი და მოდური წვრილი წარბები, მოკლედ შეჭრილი შავი თმა და შეუცვლელი ღიმილი ამშვენებს. თაყვანისმცემლებსა და მისი თაობის მსმენელს ნოსტალგიური განწყობა შეექმნათ. აი, რას წერენ მომხმარებლები: tinatinnni: „ამ წელს სტუდენტი ვიყავი, ისე მომეწონა შენზე შავი თმა, მეც შევიღებე...“

magduna: „მოდას აყოლილებმა დავიწვრილეთ წარბები, 2003 წელს- ასე თქვენსავით. ახლა, თქვენ კი გაქვთ მშვენივრად და მე აღარ ამომდის. ფაქტიურად გაბრალებთ...“, teoshaisha: „ყოველთვის შეუდარებელი იყავი...“

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები