Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძემ საკუთარი სახლის ინტერიერი შეცვალა- ნახეთ, ფეშენებელური ოთახების დიზაინი

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული დიზაინერი და თბილისის მერის მოდური მეუღლე დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. ანუკი არეშიძე ფართო საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გაიცნო. მოდელი პარიზსა და იტალიაში მოდის კვირეულების ფარგლებში თინეიჯერობის ასაკიდან მონაწილეობდა

საქართველოში, სულ უფრო და უფრო აქტუალური ცნობადი სახეებისა და ვარსკვლავების კეთილმოწყობილი სახლების დათვალიერება ხდება. სელებრითები სხვადასხვა შოუ-პროგრამებსა და რეიტინგულ გადაცემებს ბინის, კერძო სახლისა თუ აგარაკის კარს ხშირად უღებენ. თაყვანისმცემლები მოკაშკაშე ვარსკვლავების ფეშენებელური და თანამედროვე ინტერიერით გაჯერებული ოთახებით იხიბლებიან. გამონაკლისი არც მოქმედი დიზაინერი ანუკი არეშიძე აღმოჩნდა. მართალია, მან მედიის წარმომადგენლებს წყნეთში შეძენილი სახლის კარი არ გაუღო, მაგრამ ონლაინ-სივრცეში საკუთარ გვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნა.

კალაძეს და არეშიძეს, თბილისის მერის დეკლარაციაზე დაყრდნობით, თბილისში რამდენიმე საცხოვრებელი ფართი აქვთ მაგრამ წყვილი 4 ვაჟთან ერთად წყნეთის ლაქშერი აგარაკზე ცხოვრობს. მართალია, ცოლ-ქმარი წყნეთში იშვიათად ხვდება ერთად, ანუკის და კახის კომფორტული კერა გემოვნებით აქვთ მოწყობილი რასაც ანუკის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც ამტკიცებს. თბილისსა და ევროპაში ცნობილმა დიზაინერმა ანუკიმ საკუთარი სახლის სურათები Instagram- ის „სთორიზე“ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ წელიწადში რამდენიმე თვე ანუკი შვილებთან ერთად ევროპის სხვადასხვა ისტორიულ ქვეყნებს სტუმრობს. მან სამი ვაჟი იტალიაში, ხოლო პატარა ნიკოლა საფრანგეთში გააჩინა. დიზაინერს დახვეწილი გემოვნება აქვს და დეტალებზე ორიენტირებულს არაფერი გამოეპარება. მოდის ტენდენციებში გარკვეული ყოფილი მოდელი, ამბობენ, კალაძეს სამოსსაც ურჩევს. ახლა, ANOUKI-ს ბრენდის დამფუძნებელი თბილისის მოდის კვირეულისთვის აქტიურად ემზადება.

თბილისის ულტრამოდური მერის, არანაკლებ მოდური ცოლი სილამაზითა და დახვეწილობითაა გამორჩეული. ოთხი შვილის მშობლები ბევრს მოგზაურობენ. ანუკის ოფიციალური გვერდი საინტერესო ფოტო-ვიდეოებითაა სავსე. საკმარისია მის გვერდზე შეხვიდეთ, სახასიათო სურათები ძალიან დაგაინტერესებთ და აღმოაჩენთ, რომ ანუკი არა მხოლოდ სტილით, არამედ მიკრობლოგის საინტერესო კუთხით წარმოჩენასაც ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0