მოდური ქალბატონი ყველგან და ყოველთვის: AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა

© Sputnik / Alexander Imedashvili AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა
 AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კოლექცია ავთანდილმა მიუძღვნა ქალს, რომელიც დროს თავად განკარგავს - წარმატებულია, ბედნიერი და დახვეწილი გემოვნებაც აქვს

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. მკაცრი სილუეტები, რომლებშიც ქალურობა არ იკარგება - სწორედ ასე დაახასიათა ქართველმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ თავისი ახალი კოლექცია, რომელიც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში წარადგინა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - მოდის კვირეულის მორიგი სეზონი საქართველოს დედაქალაქში 30 ოქტომბერს გაიხსნა. ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა ღონისძიებამ, როგორც ყოველთვის, თავი მოუყარა ცნობილ ქართველ და უცხოელ დიზაინერებს.

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია
მოდური ქალბატონი ყველგან და ყოველთვის: AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა - Sputnik საქართველო
ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია

კვირეულის პირველ დღეს გაიმართა სხვადასხვა გამოფენა, კინოფილმების ჩვენება და კონფერენციები. 31 ოქტომბერს კი ჩატარდა ისეთი ბრენდების ჩვენება, როგორებიცაა Le Mocassin Zippe, Tatuna, Goladamian, Liya, Avtandil და Aka Prodiashvili, რომლის ექსტრავაგანტული სამოსით ლედი გაგა იწონებდა თავს.

ავთანდილ ცქვიტინიძე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას თვე-ნახევრის განმავლობაში ქმნიდა. დომინირებს ბამბის ქსოვილი. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა ყველაზე თამამი და მკაცრი ქალის იმიჯის შექმნა, რომელიც ყველგან და ყველაფერს ასწრებს.

 „ესაა ქალი, რომელიც ყველგანაა: ორკესტრშიც, ოჯახშიც, დილის ხუთ საათზე აეროპორტშიც, მეგობრებთანაც და კლუბშიც. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ყველაფერს იდეალურად აკეთებს. მას შეუძლია ამ რიტმთან შეწყობა და ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს“, - განუცხადა ცქვიტინიძემ ჟურნალისტებს.

შოკოლადისფერში გარდამავალი ბეჟი, ცისფერი და აგურისფერი - მთავარი ელფერებია, რომლებიც მიმდინარე სეზონზე წამყვანი იქნება, აღნიშნა მოდელიერმა.

ავთანდილის ჩვენებაზე მივიდნენ მისი კოლეგები, მეგობრები, მოდის ექსპერტები და მყიდველები. ქართველი დიზაინერის ნაშრომი ყველამ შეაქო და აღნიშნა, რომ კუტურიეს სამოსში იგრძნობა ავთანდილისთვის დამახასიათებელი სტილი.

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია
მოდური ქალბატონი ყველგან და ყოველთვის: AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა - Sputnik საქართველო
ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია

 „ავთანდილთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ მოვედი, რათა მისი კოლექცია მენახა. ძალიან მომეწონა, ავთანდილის ხელწერა იგრძნობა“, - აღნიშნა დიზაინერმა ბიჭოლამ.

უჩვეულო ტყავის ქამრები ავთანდილის ახალ კოლექციას განსაკუთრებულ პეწსა სძენს. მართალია, ერთი შეხედვით, კოლექცია მკაცრი ჩანს, მაგრამ ამავე დროს ყველა დეტალში იგრძნობა გამბედაობა, ავანგარდი და სილამაზე.

„ეს სიმართლეა, არაჩვეულებრივი ჩვენება იყო. შესრულებულია ურთულესი კონსტრუქციები, ძალიან რთული თარგი იყო, ასიმეტრიული. გამოყენებულია ნატურალური მასალები, ძირითადად, ბამბა. ყველაფერი ლამაზად და არაორდინარულად იყო გამოყენებული. მთლიანობაში, გამოვიდა ძალიან ორიგინალური კოლექცია“, - განაცხადა დიზაინერმა გიორგი შაგაშვილმა.

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია
მოდური ქალბატონი ყველგან და ყოველთვის: AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა - Sputnik საქართველო
ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია

ცქვიტინიძის ახალი კოლექცია ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემაც მოიწონა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სახელმწიფოც და კერძო ბიზნესიც მეტად დაეხმარება ქართველ დიზაინერებს, რათა ეს დარგი უფრო მაღალ დონეზე წამოწიოს.

„Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - ჩვენი დედაქალაქის ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენაა. ყოველთვის სიამოვნებით მოვდივარ როგორც დიზაინერიც და როგორც მოდის მოყვარულიც. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ ქართველი დიზაინერები ქვეყნისთვის აღმოჩენას წარმომადგენენ. მათ ხომ დიდ აღიარებას მიაღწიეს: მათ ტანსაცმელს იცვამენ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები. მათ დაამტკიცეს და აჩვენეს, რომ შეუძლიათ და, ვფიქრობ, იმსახურებენ მაქსიმალურ მხარდაჭერას. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიტანს მოდა სერიოზულ ეკონომიკურ შემოსავალს“, - აღნიშნა შარიქაძემ.

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია
მოდური ქალბატონი ყველგან და ყოველთვის: AVTANDIL-მა თბილისში ახალი კოლექცია წარადგინა - Sputnik საქართველო
ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია

საქართველოს დედაქალაქში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში, ისეთი დიზაინერების ჩვენებაც იმართება, როგორებიც არიან Pitti Tutoring & Consulting, Situatiоnist, Materiel, Aka Nanita, Salakaia, Lako Bukia და Tamra X Tamraskateboards.

შაბათს, 2 ნოემბერს, ჩვენებების სერიას გახსნის George Keburia, გააგრძელებენ Babukhadia, Lado Bokuchava, Dalood, Mach & Mach, Ingorokva და David's Road. დიზაინერების - Anouki, Lalo, Janashia, Tamara Kopaliani, Aleksander Akhakatsishvili, Bicholla და Datuna - ჩვენებები გაიმართება 3 ნოემბერს. მოდის კვირეულს 4 ნოემბერს დაასრულებენ Levau Shvelidze, Blikvanger, Tako Mekvabidze, Nemsen, ასევე Bessarion.

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია Mercedes Benz Fashion Week-ზე
ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია  Mercedes Benz Fashion Week-ზე - Sputnik საქართველო
1/8
ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია Mercedes Benz Fashion Week-ზე

2/8

3/8

4/8

5/8

6/8

7/8

8/8

ტრადიციულად, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ათობით უცხოელ სტუმარს იზიდავს, რომელთა შორის არიან მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები ცნობილი მოდის ჟურნალებიდან და მყიდველები სხვადასხვა ქვეყნიდან.

Mercedes-Benz Fashion Week - არის მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, ორგანიზებული კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ. იგი ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიასა და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0