11:05 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ხელბორკილები

რატომ შეწყდა პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალზე სისხლის სამართლებრივი დევნა

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (921)
104 0 0

ინციდენტი 27 აგვისტოს მოხდა. შემთხვევითი გამვლელი მცირეწლოვან ბავშვს დაესხა თავს და სახეზე დანა რამდენჯერმე დაუსვა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ქალზე, რომელმაც პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვი დაჭრა, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადვოკატი: სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს>>

51 წლის ქალი მცირეწლოვან ბიჭს 27 აგვისტოს დაესხა თავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე დაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა იყო, რომლის მიხედვითაც ქალი ფსიქიკურად ავად არის და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას თქმით, სასამართლომ ქალს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და იგი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იყო აღძრული, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (921)

მთავარი თემები