Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რას გავხართ, აურა შემერყა“ – რატომ გააკრიტიკეს ჩცდ-ის „ჩიკა“ და შეფ-მზარეული კონსტანტინე?

© courtesy of My wife's friendsანი ჩირაძე
ანი ჩირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ.

არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება პერსონაჟებისგან განსხვავდება. სწორედ ეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ანა ჩირაძეს და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო. როგორც მასმედია იუწყება, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა.

ისინი სხვადასხვა ტელეგადაცემებში მუშაობენ, მასმედიასთან კომუნიკაცია და პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. ანა ჩირაძე, „ჩიკას“ როლით გადატვირთული, ამ პერსონაჟს იმდენად პროფესიონალურად ასახიერებს, რომ ბევრს „გურანდა მეძმარიაშვილი“ ანა ჩირაძე ჰგონია და პირიქით. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე თედელურს „მასტერ-შეფის“ სახალისო შოუს დაწყებამდე ნაკლებად იცნობდნენ. ახლა წყვილს ყველა განიხილავს და საზოგადოებაში მათი დუეტი დიდ პოზიტივს იწვევს.

მკაცრი ჟიურის წევრი შეფი და ყველაფერზე წამსვლელი „ჩიკა“ წლების წინ დაოჯახებულები იყვნენ. ორივე მათგანს პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს. ჩიკას ერთი ქალიშვილი ნიცა ცისკარიშვილი ჰყავს, რომელსაც საზოგადოებას არასდროს აჩვენებს, სოციალურ ქსელში ფოტოებს არ აქვეყნებს. ხოლო შეფ კონსტანტინეს ერთი ვაჟი თევდორე თედელური ჰყავს.

სუპერპოპულარული სატელევიზიო სახეები საზოგადოებამ უეცრად აიტაცა. მათ კამერების წინ მუშაობა მხოლოდ გადაცემებისა და სერიალების ფარგლებში უყვართ. ანა და კონსტანტინე ჟურნალისტებთან კომენტარს, ფაქტობრივად, არასდროს აკეთებენ და სკანდალებით არ გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავური წყვილის გაკრიტიკება მოასწრეს. სოციალურ ქსელში კოტეს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ის და "ჩიკა" არიან აღბეჭდილი ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. მომხმარებლებს მათი გარეგნობა და, სავარაუდოდ, სურათის ხარისხი არ მოეწონათ, რომელზეც ახლადდაქორწინებულებს დაღლილი სახეები უჩანთ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა maka_irakli-მ დაუკომენტარა: „რას გავხართ, შემერყა აურა...“ – ამ კომენტარს თედელურის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0