19:46 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამოიძიებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის Facbook გვერდზე.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ, პარლამენტმა 2018 წელს მიიღო. ახალმა უწყებამ თავის თავზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულებაც უნდა აიღოს.

„ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ პირველი ნოემბრიდან, როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს მექანიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით 2019 წლის 10 მაისიდან ჩამოყალიბდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში იქნება ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 34 წლის ლონდა თოლორიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამგვარად, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის პოსტს ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

მთავარი თემები