საქართველომ განათლების რეფორმის განსახორციელებლად უცხოეთიდან 600 მლნ ლარი მოიზიდა

© photo: MES Georgia / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების გეგმის თანახმად, საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ოთხ წელს გაგრძელდება, ყველა მიმართულებას მოიცავს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების სისტემაში რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან 600 მლნ ლარი მოიზიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) მეორე ფაზის გახსნაზე განაცხადა, რომელიც პროექტის „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადების" ნაწილია. მეორე ფაზა ხუთ წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 49 მლნ ევროა.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
საჯარო სკოლების 30 ათასამდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

რაც შეეხება მთლიანად პროექტს, საქართველო მას ევროკავშირთან თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი - ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების პროფესიული სიახლეებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაში ხელშეწყობაა, რაც მომავალში მათ დასაქმებაში დაეხმარება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა.

განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს „ახალი სკოლის მოდელის" დანერგვას, რაც ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს მას ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა XXI საუკუნეში.

რეფორმა გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0