11:50 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2121)
11864 0 0

როგორც აღმოჩნდა, ქეთამ ავსტრიის ცივი კლიმატისთვის ცნობილი ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის პალტო აირჩია.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება მუდმივად ხვდება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.

ცოტა ხნის კი Instagram-ზე გამოქვეყნებულმა „სთორიმ“ საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ ქეთამ უკვე უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანს, წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი გულის ესკიზი ერთვის, რომელიც მალევე წაშალა.

შემდეგ კი ქეთა თოფურიამ ტაბლოიდებს ახალი სალაპარაკო თემა მისცა. „მე შენ მიყვარხარ“ – ასე დაასათაურა მომღერალმა ფოტო, რომელზეც მამაკაცთან ერთადაა აღბეჭდილი, სახის ნაწილი კი არ ჩანდა.

ტაბლოიდებმა მალე გაარკვიეს, რომ ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო დენგოვის ოჯახის წევრები და მას მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო. ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას: „მინდა რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი“.

ახლა კი, როგორც ჩანს, წყვილი რომანტიკულ არდადეგებს ავსტრიაში ატარებს. ქეთა Instagram-ზე დროდადრო „სთორებს“ აქვეყნებს, სადაც დენგოვის სახე არა, მაგრამ სილუეტი ჩანს. მომღერლის ჩაცმულობამ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააინტერესა. როგორც აღმოჩნდა, ქეთამ ავსტრიის ცივი კლიმატისთვის ცნობილი ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის პალტო აირჩია, როგორიც დიზაინერს მილანისა და პარიზის მოდის ჩვენებებზე ეცვა და იქაც დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან არაერთი ცნობილი ჟურნალის ფურცლებზე სწორედ ამ „ლუქით“ მოხვდა.

2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა. ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

გუფი ცდი­ლობ­და რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)

მთავარი თემები