„კურიერიდან“ გამქრალი ნათია ლაზაშვილი ამერიკაში მეუღლესთან ერთად ისვენებს – ფოტოები

© Photo: Natia Lazashvili / FBნათია ლაზაშვილი
ნათია ლაზაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია ლაზაშვილი 18 ოქტომბერს მაყურებელს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდება, თუმცა ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მთავარი წამყვანი ნათია ლაზაშვილი რამდენიმე დღეა ეთერში აღარ გამოჩენილა.

არხის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას თქმით, ლაზაშვილი მივლინებაში იმყოფება და ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდება. ტელეწამყვანი ამერიკაში, ნიუ-იორკში იმყოფება და, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, დროს შესანიშნავად ატარებს.

აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივ მივლინებაში მყოფ ტელეწამყვანს აშშ-ში თან ახლავან მეგობრები და ქმარი. ამერიკაში იმყოფება ჟურნალისტი ეკა ბერიძეც მეუღლესთან ერთად.

ნათია ლაზაშვილი 18 ოქტომბერს მაყურებელს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდება, თუმცა ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0