„როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები...“- ქალი ექიმს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს

© Pixabay / OsloMetXპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ონკოპაციენტის მეუღლე თათული თეთრაული სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და ონგოროყვას კლინიკის ექიმს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს, რომელმაც მისი თქმით, ჯანრმთელ პაციენტს ქიმიოთერაპია დაუნიშნა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ონკოლოგიური პაციენტის ზურაბ ჭანჭალეიშვილი მეუღლე თათული თეთრაული სოციალურ ქსელში, მისი ქმრის ავადმყოფობისა და ქართველი ექიმების დამოკიდებულების შესახებ წერს.

მისი თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ მისი მეუღლე საავადმყოფოში მოხვდა სათესლე ჯირკვლის ტკივილით, სასწრაფომ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში და გამოკვლევებიც იქვე ჩატარდა. მეორე დღეს დადგინდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია. 17 სექტემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კი ექიმმა ქალს უთხრა, რომ სიმსივნე ავთვისებიანი იყო და მეტასტაზები გასული იყო მუცლის ღრუში.

„დეტალურად არაა საჭირო გადმოვცე ჩემი რეაქცია. ვერც გადმოვცემ. მარტო ის ვიცი, რომ მთელი დღე გლოვაში და ტირილში გავატარე. იქამდე გვქონდა გაკეთებული MRI და ყველა საჭირო გამოკვლევა რის მიხედვითაც ჩანდა, რომ ყველა ორგანო იყო სუფთა მაგრამ ოპერაციის მერე ჩვენმა ექიმმა მოგვთხოვა ახალი გამოკვლევები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო იმავე კლინიკაში. არც ამ გამოკვლევებით გამოჩნდა სადმე რამე საეჭვო მაგრამ მაინც (არ ვიცი რატო და ალბად არც თვითონ იციან) გადაწყდა ქიმიოთერაპია“, - წერს ქალი.

ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
„როგორ შეიცვალე, სხვანაირი ხარ“- ნუცა ბუზალაძემ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?

ამის შემდეგ კი ქიმიოთერაპიი ჩატარებაზე მივიდნენ, სადაც ქალმა, რომელსაც ეს უნდა ჩაეტარებინა, უთხრა, რომ პაციენტს ის არ სჭირდებოდა, რადგან ოპერაციის შემდეგ, აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და კან გამოუშა, თუმცა დაახლოებით 2 საათში იგივე ქიმიოთერაპევტტმა დაურეკათ და უთხრა, რომ შეეშალა და მეორე დღესვე უნდა დაეწყოთ ეს პროცედურა.

მისი თქმით, ანალიზები გააგზავნეს თურქეთში, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ ზურა სრულიად ჯანმრთელი იყო.

 

 

„მაქვს კითხვა ბატონ შალვა ჭოველიძესთან. ბატონო შალვა, ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის (რისთვისაც არ გაგვიმეტეს უცხო ქვეყნის ექიმებმა). ადამიანს, რომელმაც მოიშორა სიმსივნე და აღარანაირი მეტასტაზი თუ სხვა პრობლემა აღარ ქონდა ორგანიზმში, რატომ დაუნიშნეთ 6 ქიმიოთერაპია? გამიხარდება ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც თუ დავაფიქრებ და დაგადავარჩენ“, - წერს თათული თეთრაული.

ყველა ახალი ამბავი
0