Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

არარეალურია! საქართველოში ოდრი ჰეპბერნის ორეული ცხოვრობს - ფოტო

© photo: tamunatabatadze1 / Instagram ოდრი ჰეპბერნის ორეული - თამუნა ტაბატაძე
ოდრი ჰეპბერნის ორეული - თამუნა ტაბატაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალშვილიანი დედა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ოდრი ჰეპბერნს. ქალი ირწმუნება, რომ ამისათვის არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ცხოვრობს ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის ორეული.

ლეგენდარულ არტისტს ჰყავს თამუნა ტაბატაძე - ქართველი მუსიკოსის, გია ბაღაშვილის მეუღლე. წყვილს ჰყავს ოთხი შვილი და მიუხედავად ამისა, თამუნა შესანიშნავ ფორმაშია.

A post shared by Tamuna Tabatadze (@tamunatabatadze1) on

როგორც ტაბატაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მისი და ჰეპბერნის მსგავსება ადრეულ ასაკში შენიშნეს.

„სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვგრძნობდი რაღაც უხერხულობას, რადგან ოდრი ჰეპბერნი იყო ერთადერთი და განუმეორებელი თავისი სილამაზით, არტისიტიზმით, არისტოკრატიით და მშვენიერი შინაგანი სამყაროთი“, - ამბობს ის.

ტაბატაძე იმდენად ჰგავს მსოფლიო ვარსკვლავს, რომ ერთხელ ის საკუთარ ქალიშვილს შეეშალა. როდესაც ერთ-ერთ ტელეარხზე აჩვენებდნენ „რომაულ არდადეგებს“, ნინი, რომელიც მაშინ ორი წლის იყო, ღიმილით შესცქეროდა ეკრანს - ჰეპბერნი დედიკო ეგონა. მაგრამ, როდესაც გრეგორი პეკმა აკოცა ჰეპბერნს, გოგონამ გაბრაზებულმა წამოიძახა: „ეს მამიკო არ არის“.

ეს მსგავსება არ გამორჩათ არც ფოტოგრაფებს, რომლებიც ტაბატაძეს ხშირად იწვევენ გადაღებებეზე. ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესია გაკეთდა ამ ზაფულს რომში ბრიტანელი მსახიობის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თამუნა ჰეპბერნის სტილის ვარცხნილობით, სამოსით და აქსესუარებით რომის ქუჩებში სეირნობდა.

სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი აღფრთოვანებულია ამ მსგავსებით.

„ეს თქვენ ხართ? ასეთი მსგავსება ადამიანებს შორის არასდროს მინახავს. ბრავო! ძალიან ლამაზი ხართ“, - დაწერა mariam_silakadze.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ რთულია გაარჩიო, სად არის თამუნა, სად ოდრი, ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ჰგავდეს ცნობილ მსახიობს, არაფერ განსაკუთრებულს არ აკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0