ზუგდიდის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Lasha Sherozia / FBლაშა შეროზია
ლაშა შეროზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშა შეროზიამ, რომელიც წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ლექტორისა და რეჟისორის მოღვაწეობას, აღნიშნულ პოსტზე ბადრი წერედიანი ჩაანაცვლა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს - რეჟისორი ლაშა შეროზია თანამდებობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით დაინიშნა, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" თეატრში.

შეროზიამ აღნიშნულ პოსტზე ბადრი წერედიანი ჩაანაცვლა, რომელიც თეატრს ექვს წელზე მეტია ხელმძღვანელობდა. წერედიანი კარიერას თეატრის რეჟისორის რანგში ლიეტუვაში გააგრძელებს.

ერისიონი - Sputnik საქართველო
ანსამბლ „რუსთავს" ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

„თავიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე პრეტენზია შვიდმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის იყო შეროზიაც. ყველა პრეტენდენტი ექვსი ადამიანისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა საბჭომ შეარჩია, ყველა ხმა ლაშა შეროზიამ მიიღო", - განუცხადა სააგენტოს თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად შეროზია.

„სათითაოდ პასუხი ვერ გაგეცით, ბევრნი ხართ და ძალიან მიხარია, რომ ბევრნი ხართ და იზიარებთ ჩემს სიახლეს მნიშვნელოვან, რთულ და საინეტრესო ეტაპს პროფესიულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მათ ვინც განიხილა ჩემი კანდიდატურა და მანდო ეს მნიშვნელოვანი საქმე", - წერს შეროზია საკუთარ Facebook-გვერდზე.

თავისუფალ თეატრში წარმატებულ რეჟისორულ მოღვაწეობასთან ერთად, ლაშა შეროზია თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობასა და რეჟისურას ასწავლის. ასევე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ არტ-პროექტებში და არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა არტისტების საერთაშორისო კავშირის" (International Union of Young Artists) ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ზუგდიდის დრამატული თეატრი ცნობილი ქართველი მსახიობის, მწერლისა და დრამატურგის შალვა დადიანის სახელს ატარებს. თეატრის ისტორია 1868 წლიდან იწყება. პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილს ანტონ ფურცელაძემ დადგა.

ყველა ახალი ამბავი
0