19:31 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1353)
699311

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საზოგადოებამ წყვილის ნიშნობის შესახებ Instagram- დან შეიტყო

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბიზ­ნეს­მენ ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­აზე და­ი­ნიშ­ნა. მან „ფე­ის­ბუ­ქზე“ ნიშ­ნო­ბი­ს ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ სა­ბერ­ძნეთ­ში კუნ­ძულ მი­კო­ნოს­ზე ის­ვე­ნებდა.

ნა­ნუ­კა Instagram-ზე ულა­მა­ზეს სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებდა. ცოტა ხნის წინ კი ვიდეოც დადო, რომელიც საბერძნეთშია გადაღებული. ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს. ნანუკას მეგობრები მისი და ნიკოლოზ ნაყოფიას წყვილს ცნობილი მსახიობების ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილს ადარებენ.

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას Instagram-ზე სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე - ვი­დეო წარ­წე­რით: „გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ“. ბოლო წლე­ბია, მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდება.

მოდელმა ნიკა ნაყოფიას 10 ივნისს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო – სამსახურში ტორტით და ბუშტებით მიადგა, რისი ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს. ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მად­ნე­უ­ლი­სა“ და „კვარ­ცი­ტის“ აქ­ცი­ე­ბს ფლობს. სწორედ „კვარ­ცი­ტის“ კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლია.

ნი­კას ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. მან ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი და­შორ­დნენ და ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1353)

მთავარი თემები