09:34 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1346)
6196 0 0

ქართველ თინეიჯერ გოგონას დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს

მატილდა გვარლიანი 16 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით. შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანის ყურადღების მიღმა დარჩეს.

პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა, მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა.

მატილდა 15 წლამდე მხოლოდ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. ოფიციალური სამოდელო კარიერის დაწყება მომავალ მოდელს 16 წლიდან შეუძლია. გერმანიასა და ესპანეთში გამგზავრების შემდეგ მოწვევა მილანის, პარიზის და ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოებიდან მიიღო. ხშირად აღნიშნავენ, რომ მატილდას იტალიური სილამაზე აქვს და გოგონა აღფრთოვანებას იწვევს. წაბლისფერი ტალღოვანი თმა, კბილებს შუა ნაპრალი, თაფლისფერი თვალები – ერთი შეხედვით, ბანალური დეტალებია, მაგრამ მატილდა გვარლიანს სუპერმოდელად მოიხსენიებენ.

სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები მატილდა გვარლიანის ოჯახის განხილვას აქტიურად შეუდგნენ. ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ მატილდას ოჯახის წევრები ექიმები არიან და თავად სტომატოლოგობა ან ფსიქოლოგობა სურს. აი, მისი სიმპათიური ძმა კი უფრო რთულ და მეტად სარისკო პროფესიას ეუფლება. დავით გვარლიანი მომავალი სამხედროა. ბიჭს აღნაგობა და სხეული ამაში ხელს უწყობს და შეუდარებლად გამოიყურება.

ამ ბოლო დროს მოდელი და და ძმა სხვადასხვა ფოტოსესიებში ერთად იღებენ მონაწილეობას. მატილდა ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ძმა და ოჯახია. მათი მეგობრული დამოკიდებულება ფოტოსურათებზეც კარგად ჩანს.

მატილდა და დავითი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მატილდას ძმას ფოტოს კომენტარებში პროფესიის არჩევას ულოცავენ და გენერლობას უწინასწარმეტყველებენ. აღსანიშნავია, რომ მატილდა გვარლიანის პირად გვერდზე ნეგატიური კომენტარები არ შეინიშნება. გოგონა ნამდვილად ქართული მოდის მშვენებაა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1346)

მთავარი თემები