14:51 30 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6232
  • 100 RUB4.2168
  • USD3.2896
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1345)
60 0 0

როგორც ჰოსტინგურ კომპანიაში აცხადებენ, კიბერშეტევის შედეგად გათიშული ვებ-გვერდები დღის ბოლომდე აღდგება.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ორშაბათს მასობრივი კიბერშეტევის შედეგად ქართული ტელეარხ „მაესტროს" მაუწყებლობა ნაწილობრივ პარალიზებულია, ტელეარხი „იმედი" კი შეფერხებით მაუწყებლობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და მედია-საშუალებების ვებ-გვერდებზე. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები"). დაზარალდა ასობით ვებ-გვერდი.

„იმედისა" და „მაესტროს" შემთხვევაში დაზიანდა ტექნიკა და გაითიშა სერვერები. „იმედი" ეთერში გათიშვიდან 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა, „მაესტრო" კი მხოლოდ სტუდიიდან მაუწყებლობას ახერხებს- ვერ ახორციელებს შემთხვევის ადგილიდან ჩართვას.

ამ დროისთვის სპეციალისტები ძვირადღირებული ტექნიკის მდგომარეობას სწავლობენ, რომელიც გადარჩა.

როგორც ჰოსტინგურ კომპანია Pro-Service-ში აცხადებენ, გათიშული ვებ-გვერდები დღის ბოლომდე აღდგება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1345)

მთავარი თემები