09:16 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
მარიამ გაფრინდაშვილი

როგორ ცხოვრობს „რუსთავი 2“-დან წასული მარიამ გაფრინდაშვილი ამერიკაში -ფოტოები

© Photo: Mariam Gaprindashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)
814310

მარიამი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. მარიამ გაფრინდაშვილი ფლორიდაში ცხოვრობს, სადაც დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებს, თუმცა, დაგეგმილი აქვს, მოკლევადიანი სასწავლო კურსებიც გაიაროს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი წამყვანი სახე, მარიამ გაფრინდაშვილი, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, არც „მთავარ არხზე“ წავიდა სამუშაოდ და არც „ფორმულას“ გუნდს შეუერთდა.

მარიამი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. მარიამ გაფრინდაშვილი ფლორიდაში ცხოვრობს, სადაც დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებს, თუმცა, დაგეგმილი აქვს, მოკლევადიანი სასწავლო კურსებიც გაიაროს.

მარიამსა და მის მეგობარ ჟურნალისტებს -ნანუკა ქაჯაიას და ანი ბერუკაშვილს ამერიკაში მათი კოლეგა ბექა მჭედლიშვილი და ლევან ჩუგოშვილი დახვდათ. ბექა მათ შესანიშნავ მასპინძლობას უწევს.

როგორც ჟურნალისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ამერიკაში საცხოვრებლად არ წასულა და საქართველოში მალე დაბრუნდება. დაუბრუნდება თუ არა ეკრანს, ჯერ ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)

მთავარი თემები