11:56 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (331)
73 0 0

„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აუცილებლობის შემთხვევაში უწყების ცხელ ხაზზე დაკავშირებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ბორჯომი–ბაკურიანის მიმართულებით მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის" მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, „კუკუშკის" მოძრაობა სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით შეიზღუდება.

სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი–ბაკურიანი" აწარმოებს. სამუშაოების მიზანი მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფაა.

„საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 591 191 041", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ბორჯომი-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. ხაზის სიგრძე 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გათვალისწინებით გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.

ბორჯომსა და ბაკურიანს შორის სარკინიგზო ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც რუსული ორთქლმავლის მეტსახელი „კუკუშკა" შემორჩა.

2016 წელს მატარებლები სრულად განაახლეს, თუმცა პირვანდელი იერი შეუნარჩუნეს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (331)

მთავარი თემები