საქართველოში პატიმრები მაგისტრატურაში სწავლას შეძლებენ

© Pixabay / ErikaWittliebსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო შესწორებების ინიცირება განახორციელეს, რაც პატიმრებს მაგისტრატურაში სწავლის უფლებას მისცემს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პატიმრებს მაგისტრატურაში დისტანციურად სწავლის უფლება ექნებათ – შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში წარადგინეს.

შესწორებები ინიცირებულია დეპუტატების მარიამ ჯაშის, სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მიერ მას შემდეგ, რაც განათლების საპარლამენტო კომიტეტში რუსთავის №16 საპატიმროდან ერთ-ერთი მსჯავრდებულის წერილი შევიდა. პატიმარმა მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ სწავლის დაწყებას კანონმდებლობის გამო ვერ ახერხებს.

ამჟამინდელი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, ადამიანმა დისტანციურად მიიღოს სასკოლო, პროფესიული განათლება, ასევე ისწავლოს ბაკალავრიატში, მაგრამ არა მაგისტრატურაში.

ყველა ახალი ამბავი
0