„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
ლალი გელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთხელ ყველაზე დიდმა ექსპერტმა და ყველაზე მაგარმა ქალმა მოდის სამყაროში კოკო შანელმა თქვა: „მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა“. ეს გამონათქვამი ყველაზე კარგად ასახავს მოდის მნიშვნელობას და მოდურად ჩაცმული ქალის მთავარ ღირსებასაც...

ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში მოდურად ჩაცმული ქალის მიღმა პირველ რიგში მისი საინტერესო და ლამაზი პიროვნებაა თვალში საცემი. ლალი გელაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, შვიდგზის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის ლაურეატია. მისი პრაქტიკული, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ამის სრულად აღსაწერად ალბათ რამდენიმე პუბლიკაციაც არ იქნება საკმარისი...

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილის წიგნი „მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილის წიგნი „მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“

თავიდან დაამთავრა მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით – ქსოვილის ტექნოლოგია და ასორტიმენტი, შემდეგ –შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დოქტორანტურა სპეციალობით - სცენოგრაფიის ისტორია და თეორია.

სხვადასხვა დროს ლექციებს საქართველოს ბევრ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა, მათ შორის რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თაყაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში და სხვ.

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

ის არის პირველი ქართული თეატრალური მოდის სახლის „გრაცია და ფანტაზია“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართულ ტელე-რადიოსივრცეში იყო თემატური გადაცემების ხელმძღვანელი და კონსულტანტი. ამას გარდა ბევრი თემატური სამეცნიერო ნაშრომის ავტორიც გახლავთ.

უამრავ ჩვენებასა და გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა, გამოსულია ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე და თავადაც არის საქართველოში ჩატარებული ფესტივალების ინიციატორი და ორგანიზატორი. ყველაფერთან ერთად მისი საქმიანობა ქველმოქმედებითაც გამოირჩევა...

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

მოდის სფეროში მიღებული გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა ყველაზე კარგად აისახა მის მთავარ ნაშრომში „მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“. ამ წიგნს ჩვენში ანალოგი არ აქვს. მასში გამოყენებულია როგორც რეპროდუქციები, ასევე 613 ესკიზი და 147 ფოტომასალა, რომელთა დახმარებითაც დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია 5 ათას წელზე მეტი დროის განმავლობაში მსოფლიო მოდის ცვლილებებს გაეცნოს. ამ ნაშრომისთვის ავტორი ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიერ სახელმწიფო პრემიაზე იყო წარდგენილი.

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

- ქალბატონო ლალი, სანამ შეადგენდით „მსოფლიო მოდის ილუსტრირებულ ენციკლოპედიას“, მსგავსი რამ საქართველოში არ არსებობდა...

- არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ არსებობდა. მასზე მუშაობის დროს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო ლიტერატურა გამოვიყენე. ნაშრომში განხილულია კაცობრიობის ჩაცმულობის თავისებურებები ყველა ეტაპზე, უძველესი დროიდან დღემდე. ეს წიგნი როგორც სარკე, ისე ასახავს თითოეული ქვეყნისა და ხალხის მთელ ისტორიას. მასში ნაჩვენებია მოდის განვითარების გზა ეპოქების დამახასიათებელი ნიშნებით, რაც გავლენას ახდენს ტანსაცმლის განვითარებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი დაეხმარება უმაღლესი სასწავლებლების როგორც სპეციალური ფაკულტეტების სტუდენტებს, ასევე სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეებს და ფართო საზოგადოებას, ყველას, ვისაც აინტერესებს ჩაცმულობა და მოდა, სამოსის ცალკეული დეტალები და აქსესუარები, ვარცხნილობები და თავსაბურავები.

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

- ყოველთვის ფორმაში ხართ, გემოვნებით ჩაცმული და თქვენი პიროვნებაც თვალში საცემია, მოგწონთ დღევანდელი თბილისური მოდა?

- თბილისური ჩაცმულობა მომწონს, მაგრამ თუ ამას დაემატება უფრო მეტი ინივიდუალიზმი, უკეთესი იქნება. დღევანდელმა დრომ, ცხოვრების რიტმმა და პრიორიტეტებმა ის მოიტანა, რომ სპორტული სტილი გახდა აქტუალური. ეს სტილი მეც ძალიან მომწონს. საერთოდ კი სანამ საქართველოში მსუბუქი მრეწველობის ინდუსტრია არ აღორძინდება, მხედველობაში მაქვს ფაბრიკები – აბრეშუმის, მაუდის და ა.შ., სანახაობა სანახაობად დარჩება. ჩვენთან უამრავი ნიჭიერი და მოტივირებული დიზაინერია, რომელთა შორის ჩემი ყოფილი სტუდენტებიც არიან. რაც მთავარია, დროა, რომ მოდამ პოდიუმიდან ქუჩაში გადმოინაცვლოს, რადგან მხოლოდ სანახაობა ყველას მობეზრდა...

მნიშვნელოვანი ფაქტები: 1994 წლიდან 2008 წლამდე ლალი გელაშვილს ჩატარებული აქვს და მონაწილეობა მიღებული არაერთ მნიშვნელოვან გამოფენაში, ფესტივალსა და ჩვენებაში. მათ შორისაა პერსონალური გამოფენა „შერატონ მეტეხი პალასში“, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ამა–95“-ის ჩვენება, პერსონალური ჩვენება მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საერთაშორისო ფესტივალი „დიზაინი 96“-ის ჩვენება, საერთაშორისო სილამაზის კონკურსი „მის ამიერკავკასია 2008“, რომლის ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავად გახლდათ, ბულგარეთის ხელოვნებისა და მოდის საერთაშორისო ფესტივალი „ნიე-2001“, სადაც გრან-პრის მფლობელი გახდა და ბევრი სხვა...

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

- ქალბატონო ლალი, დარწმუნებული ვარ, ლამაზი ტანსაცმელი და გემოვნებიანად ჩაცმა ბავშვობიდან გეყვარებოდათ...

- დიახ, ყოველთვის მიყვარდა ლამაზი ჩაცმა და ტანისამოსი. როცა ჩემს გარდერობს ვაღებ, თავისით მომდის სურვილი, რომ ეს შარფი ამ კაბას შევუხამო და ამ ფეხსაცმელს. ეს თავისებური ნიჭია. მე ძალიან მიყვარს სიმღერა, მაგრამ ხმა არ მაქვს და ვერ ვიმღერებ, ასევეა მოდის სფეროც, ნიჭია საჭირო. ისე არ ხდება, რომ დაჯდე და ამაზე ფიქრი დაიწყო. როდესაც ტანსაცმელს ვარჩევ, ისეთი რაღაც გამახსენდება, რომელიც ამ კარადაში კი არა, სულაც სხვა სახლში მაქვს. ეს ამბავი თავად მიკვირს...

© photo: courtesy of Lali Gelashviliსილამაზის კონკურსის დაჯილდოებაზე
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
სილამაზის კონკურსის დაჯილდოებაზე

- წარმომიდგენია, რამხელა და რა საინტერესო გარდერობი გაქვთ...

- ასეა, ძალიან დიდი გარდერობი მაქვს. ყველაფერი წლების მანძილზეა შეგროვებული, ყველა ნივთის მიღმა თავისი ისტორია და ამბავია. როგორც ნახატებს აქვს შემოქმედებითი ისტორია, ისევე ამ ნივთებსაც გარდერობში.

© photo: courtesy of Lali Gelashviliერთ-ერთ ღონისძიებაზე
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- რომელია ქალის გარდერობის სამი ყველაზე მთავარი აქსესუარი?

- სათვალე, ჩანთა და ფეხსაცმელი.

© photo: courtesy of Lali Gelashviliლალი გელაშვილი
„მსოფლიო მოდის ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – გემოვნებიანი ქალის შთამბეჭდავი დოსიე - Sputnik საქართველო
ლალი გელაშვილი

- როგორი უნდა იყოს ქალი, არა მარტო მამაკაცების, ქალების ყურადღებაც რომ მიიქციოს?

- ქალი უნდა იყოს მოვლილი, ფერადი და განსხვავებული... სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ ბრენდებზე ნადირობა. საჭიროა ჰქონდეს გემოვნება, ფერების შეხამების ესთეტიკას ფლობდეს და იყოს კრეატიული... ბრენდები საქმეს არ შველის, ეგ მხოლოდ ეკიპირებაა. ქალი, რომელიც სულითაც ლამაზია, ჩითის ქსოვილის სამოსშიც ანათებს. ყველაფერი შიგნიდან მოდის...

ყველა ახალი ამბავი
0