Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ღმერთი ხარ...“ – ქეთა თოფურიამ ახალ სიყვარულს სიმღერა მიუძღვნა – ვიდეო

© courtesy of Keta Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ მომღერალს ქეთა თოფურიას რამდენიმე თვეა ახალი სიყვარული ჰყავს. მისი რჩეული 35 წლის დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთა საყვარელი მამაკაცის მიმართ გრძნობებს არ მალავს, უფრო მეტიც, ხმამაღლა ამბობს, რომ „ის ის არის“.

A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ ახალ რჩეულზე ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიპლომატი მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო. რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

ქეთამ ახალ სიყვარულს სიმღერაც კი მიუძღვნა.

2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.

ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

გუფი ცდი­ლობ­და რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო.

ყველა ახალი ამბავი
0