Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი შვი­ლიც თუ შეძ­ლებს დატ­კბეს ბუ­ნე­ბის ფე­რე­ბით...“ – ბერა

© FB / BERAბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. ის Instagram-ის პირად გვედზე კრიტიკოსებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი ქმედება ბუნების გადარჩენას უკავშირდება, რომელშიც ახალ თაობასთან ერთად მისმა მომავალმა შვილმაც უნდა იცხოვროს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მუსიკოსი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბუ­ნე­ბა­ზე ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა იზ­რუ­ნოს. მას შემ­დეგ, რაც ამა­ზო­ნის ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად მან 1.1 მლნ დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბუ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე კი­დევ ერთი პოს­ტი და­წე­რა.

„მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი შვი­ლიც თუ შეძ­ლებს დატ­კბეს ბუ­ნე­ბის ფე­რე­ბით მოზ­რდილ ასაკ­ში ისე, რო­გორც ჩვენ ვტკბე­ბით ახლა. დე­და­ბუ­ნე­ბის ხმას უნდა ვუს­მი­ნოთ, ვი­მოქ­მე­დოთ და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი“, – წერს ბერა და ორ­სულ ცოლ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძეზე გასული წლის 11 სექტემბერს დაქორწინდა. წყვილი პირველ შვილს ელოდება.

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1,1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„რა უხერხულია, შხამი აფრქვიონ ზოგიერთებმა“ - ინგა გრიგოლიას შვილი ბერას გამოესარჩლა

„დღეს მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს", – ამბობს ბერა ივანიშვილი ვიდეოში.

ბერას მიერ დაარსებულ ორგანიზაციას ISA ჰქვია, ის საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „ერთად ჩვენ ამას შევძლებთ“.

ყველა ახალი ამბავი
0