Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა – ფოტოები

© Photo: Anuna Iashvili / FBმამია გავშელიშვილი და ანუნა იაშვილი
მამია გავშელიშვილი და ანუნა იაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია, წერს ფეხბურთელის მეუღლე.

თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა, ნიჭიერმა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მალე მოედანს დაუბრუნდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე ანუნა იაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მამია სრულიად გამოჯანმრთელებულია და სულ მალე ვარჯიშზე შეუერთდება გუნდს.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია", – წერს ანუნა იაშვილი.

მამია გავაშელიშვილი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია. 2014-2015 წლების სეზონში (პლეი-აუტების ჩათვლით) მან 47 გოლი გაიტანა. 24 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონისთვის მზადება „ლოკომოტივთან“ ერთად დაიწყო, მაგრამ იანვარში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა.

ყველა ახალი ამბავი
0