Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი საუკეთესო ქმარუკა" – სერიალ ჩცდ-ის ანა ტყებუჩავა ოჯახურ იდილიაში ნებივრობს – ფოტოები

© courtesy of Ana Tkebuchavaანა ტყებუჩავა
ანა ტყებუჩავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოსა და თეატრის მსახიობი, ასევე პოპულარული ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებს. რეიტინგულ სერიალში ნინას როლის შემსრულებელი საკუთარი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავდება. ნახეთ დიდი და მოსიყვარულე ოჯახის უახლესი ფოტოები.

მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის პერსონაჟით გამოჩნდა. მიუხედავად ცნობადობისა, არტისტს საზოგადოების აღიარება და სახელის მოხვეჭა რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა. 36 წლის მსახიობმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ქართულ ტელესივრცეში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. როლის გამო ანა ტყებუჩავამ გრძელი თმა შეიჭრა. უფრო სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ნინას გამო გადაიხოტრა. მოგეხსენებათ, სერიალის მიხედვით, ნინას სიმსივნე დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რის გამოც ხუთი შვილის დედას თმები გასცვივდა.

View this post on Instagram

A post shared by anatkebuchava_official (@anetkebuchava) on

ანა ტყებუჩავა არც ისე დიდი ხნის წინ დაოჯახდა. მიუხედავად ახალბედა ოჯახისა, წყვილი ორ ულამაზეს ქალიშვილს ზრდის. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. პატარა გოგონებს მშობლებთან გატარებული ყოველი წამი განსაკუთრებულად უყვართ. საზოგადოება ანა ტყებუჩავას ახალმა იმიჯმა გააოცა. მსახიობმა მეორე ფეხმძიმობის პერიოდში 15 კილოგრამი მოიმატა და არასასურველი წონის მოშორება ენდოკრინოლოგიის, დაბალანსებული და ჯანსაღი კვების ხარჯზე გადაწყვიტა.

View this post on Instagram

A post shared by anatkebuchava_official (@anetkebuchava) on

ინტერვიუებში ანა ტყებუჩავა აღნიშნავს, რომ ლევანი შვილების აღზრდა-მოვლაში თანაბრად ეხმარება. და, საერთოდ, ლევანის სახელს მსახიობი ხშირად ახსენებს. მათ დიდი სიყვარული და ურთიერთგაგება აკავშირებთ. როდესაც როლის გამო ანამ თმა გადაიპარსა, სოციალურ ქსელში ცოლ-ქმრის საერთო ფოტო გამოქვეყნდა. ლევანმა ანას მხარი აუბა და სოლიდარობის ნიშნად თავადაც შეიჭრა თმა. სერიალში ახალი სეზონი ახალ არხზე იწყება. „ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებითი გუნდი ტელეარხ „ფორმულაზე" იმაუწყებლებს. „ჩემი ცოლის დაქალები“ 2011 წლიდან დღემდე აქტუალობას არც ერთ სეზონზე არ კარგავს.

ყველა ახალი ამბავი
0