08:10 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)
59 0 0

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხუთი დამკვირვებელი აკვირდება

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო) ინფორმაციით, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით დღეს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ტარდება. საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

უკვე გახსნილია შვიდი საარჩევნო უბანი, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.

„ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად; ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის  კაბინაში აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ.

სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა >>

ცესკოს ცნობით, არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)

მთავარი თემები