გიორგი გახარია ზუგდიდში ახალგაზრდებს შეხვდა

გამოწერა
პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა, იუწყება პირველი არხი.

პრემიერი ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა

„ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მასში თქვენი ჩართულობის ხარისხი დაბალი იქნება”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, როდესაც მთავრობა გეგმავს სხვადასხვა რეფორმას, პროგრამას, ბიუჯეტს თუ რეგიონის განვითარებას, მომავალ თაობას აუცილებლად უნდა ეთქმოდეს სიტყვა.

„დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი... ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზუგდიდში 112-ის ახალი შენობა გაიხსნა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნა

გიორგი გახარიამ ახალგაზრდებს მოუწოდა, გულწრფელად ისაუბრონ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე.

„არაფერს აქვს ფასი, თუ ხვალ, ზეგ, როდესაც თქვენ სრულფასოვნად აიღებთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას, ეს განგრძობადობა და მეხსიერება დაკარგული იქნება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია, რომ ეს წყვეტა იყო რადიკალური, რამაც ბევრი რამ შეცვალა. არ არსებობს დახურული თემები და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც თქვენ გაღელვებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას განცხადებით, წლების შემდეგ, სწორედ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანის წინაშე, მის განვითარებასა და ხვალინდელ დღეზე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0