05:09 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
889301

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა მეუღლემ ერეკლე კოდუამ უკრაინელ ლამაზმანზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა

სახელმწიფო ოპერატიული დაცვის დეპარტამენტის (სოდის) ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ უნგრეთში ცოლი რამდენიმე თვის წინ მოიყვანა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა ქმარმა უკრაინელი კატალინა დიდა ჯერ დანიშნა და ახლა წყვილი ერთად ცხოვრობს.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ბევრს მოგზაურობს, სტუმრად ქართველ ნათესავებსაც იღებენ და სახლში ხუთ შინაურ ცხოველს უვლიან - სამ კატას და ორ ძაღლს.

წყვილს უნგრეთში ზაფხულში ჯერ ერეკლეს ძმა და რძალი, შემდეგ კი შვილები სტუმრობდნენ. 

ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან. 

სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „იმედის” საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა ის წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუა საზღვარგარეთ წავიდა. ქვეყნიდან წასულ ერეკლე კოდუას საქართველოში ოჯახი დაენგრა, ის და ტელეწამყავნი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს გაშორდნენ.

მთავარი თემები