„რა უხერხულია, შხამი აფრქვიონ ზოგიერთებმა“ - ინგა გრიგოლიას შვილი ბერას გამოესარჩლა

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა,  რეპერმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის აღსადგენად 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ფაქტს სოციალურ ქსელში და არამხოლოდ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდანაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. ბევრმა ამ გადაწყვეტილების გამო მუსიკოსი გააკრიტიკა, ბევრმა კი გადაწყვეტილება მოუწონა. მათ შორის აღმოჩნდა, ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლიაც. 

მარიამ გრიგოლია ბერას ქველმოქმედებას უწონებს და ამბობს, რომ ბერას ოჯახს  საქართველოშიც ბევრი ფული აქვს დახარჯული ამაზე.

„ბერა, ბრავო. რა უხერხულია, ამხელა ქველმოქმედება გააკეთოს ადამიანმა იმ სამყაროსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ და ასეთი შხამი აფრქვიონ ზოგიერთებმა. სამყარო საქართველოსგანაც შედგება და ამაზონის ტყისგანაც ..... პლანეტის ჰაერს ყველა საერთოს ვსუნთქავთ. თქვენი ფული გადარიცხა?“, - წერს გრიგოლია.

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1,1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

„დღეს მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს", - ამბობს ივანიშვილი ვიდეოში.

ბერას მიერ დაარსებულ ორგანიზაციას ISA ჰქვია, ის საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „ერთად ჩვენ ამას შევძლებთ“.

ყველა ახალი ამბავი
0