11:42 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (225)
54 0 0

2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 ათასზე  მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, წლის ბოლომდე კი 270-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

 

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში 700–მდე დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

უწყების ცნობით, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.  დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 ათასზე  მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 270-ზე მეტ დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (225)

მთავარი თემები