Victoria's Secret-ის ცნობილი მოდელი საქართველოშია- ვარსკვლავი ფოტოებს აქვეყნებს

Victoria Secret-ის მოდელები
Victoria Secret-ის მოდელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Victoria's Secret-ის ანგელოზები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელები არიან

ბელგიელი ტოპმოდელი ლეილა ნდაბირაბე საქართველოშია. მან ძველ თბილისში გადაღებული ფოტო ახლახან ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. ვიქტორიას სიკრეტის ერთ-ერთი ცნობილი სახე აღნიშნავს, რომ ახალი ქვეყანა აღმოაჩინა.

„მქონდა საშუალება, რომ შემეგროვებინა ახალი მოგონებები ახალ ქვეყანაში, საქართველოში“, - წერს ბელგიელი ლამაზმანი.

მსოფლიო მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შოუ — Victoria's Secret-ის თეთრეულის შოუა. „ანგელოზების“ დებიუტი 1998 წელს, ყოველწლიურ მეოთხე ჩვენებაზე შედგა.

მოდელებს „ანგელოზებს“ იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ყოველწლიური ჩვენების დროს, ტრადიციულად, პოდიუმზე ზურგზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფრთებით გამოდიან, რომლებიც პეპლების, ანგელოზების, ჩიტების და ფერიების ფრთებს ჰგავს.

Victoria's Secret-ის ანგელოზები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0