საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

© courtesy of NAEC Georgiaგამოცდების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროს ინფორმაციით, გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩატარება 2019 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

„სწორედ ამ მიზნით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დამატებითი არდადეგები 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. იმ სკოლებში კი, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

სკოლების ჩამონათვალი, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, შემდეგია:

ქალაქი, სკოლა კლასები, რომლებშიც შეჩერდება სასწავლო პროცესი პერიოდი
თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
თბილისის N117საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები

26.10.2019 – 10.11.2019

ქუთაისის N1 საჯარო სკოლა   26.10-2019-10.11.2019
ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019

აღნიშნული გამოცდა პედაგოგებს ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ და მაღალი ხელფასი მიიღონ. საქართველოში პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ.

სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის მთავარი მიზანი ისეთი განათლების გარემოს შექმნაა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება თანამედროვე სამყაროში აუცილებელი ცოდნისა და უნარების მიღებაში. უწყებაში აღნიშნეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, ძლიერი პედაგოგები, რომელთაც ექნებათ ღირსეული ხელფასი.

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასი 150 ლარით გაეზარდა. მასწავლებლების ხელფასი ყოველწლიურად მოიმატებს. მინისტრის სიტყვებით, 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0