უჩვეულო პროექტი თბილისში: ბავშვებს ბიზნესის „ანბანს" შეასწავლიან

© photo: Impact Hub Tbilisi / FBბავშვები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ
ბავშვები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურსი მოზარდებს დაეხმარება ბიზნეს-იდეების განვითარებასა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბავშვებს ბიზნესის საფუძვლებს მხიარული და გასაგები ფორმით შეასწავლიან – უჩვეულო შემეცნებითი პროექტი „სტარტაპ ანბანი", რომელიც 11-დან 13 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი, თბილისში 2019 წლის ნოემბერში დაიწყება.

პროექტის ინიციატორია კომპანია Impact Hub Tbilisi „ტერაბანკთან" ერთად. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარებიან საკუთარი ბიზნეს-იდეების განვითარებასა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

ნორჩი გამომგონებლები - Sputnik საქართველო
მოზარდების მიერ შექმნილი რობოტი „მზია", რომელიც კალათბურთს თამაშობს და ნაგავს აგროვებს

კურსი „სტარტაპ ანბანის" ფარგლებში დაგეგმილია ხუთი სემინარის ჩატარება. მონაწილეობისთვის შეარჩევენ 20 ბავშვს და მათ 10 ჯგუფად დაყოფენ.

ბიზნესში მასტერ-კლასებთან ერთად ბავშვებს ელოდება სამეცნიერო-შემეცნებითი ექსკურსია თბილისის ტექნოპარკში.

პროექტის მონაწილეების ყველაზე საინტერესო და კრეატიული იდეები წარდგენილი იქნება ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე არტ-ცენტრ Fabrika-ში 21 და 22 დეკემბერს.

პროექტი განხორციელდება 2 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. მხარდამჭერები არიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, კომპანია FabLab Tech Park და მულტიფუნქციური ცენტრი Fabrika. პროექტ „სტარტაპ ანბანის" შესახებ დაწვრილებით იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0