14:30 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ხელმძღვანელი პირები იშვიათად აგებენ პასუხს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის პირველ ნახევარში სამუშაო ადგილებზე 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 71 დაშავდა. ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მონიტორინგის შედეგები.

ტრაგედია ტყიბულში: ქვანახშირის კარიერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს>>

ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა 35 მსგავსი საქმე განიხილეს და მხოლოდ ორ შემთხვევაში შეუფარდეს პატიმრობა პასუხისმგებელ პირს.

ცენტრის ანგარიშში მოხვდა ტყიბულის მინდელის შახტში 2018 წლის 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევა. მაშინ ტრაგედიაში შახტში დასაქმებული სამი მუშა დაადანაშაულეს, ხოლო პასუხისგებაში საწარმოს არც ერთი მენეჯერი არ მისცეს.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მენეჯმენტს უნდა ჩაეტარებინა კვლევა და გაეგო, იყო თუ არა შახტის მონაკვეთი სამუშაოების ჩატარებისთვის ვარგისი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ტყიბულის 25-ვე შახტი ტრაგედიების სერიის შემდეგ 2018 წლის ივლისში დახურეს. აქ 2018 წლის 5 აპრილს დაიღუპა ექვსი მუშა, 2 ივნისს – ორი, 16 ივლისს – ოთხი. დაღუპვის მიზეზი სხვადასხვა იყო.

მთავარი თემები