18:02 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
რუსთავის მერია

რუსთავის მერმა ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემა მოაგვარა

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (93)
66 0 0

რუსთავის მოსახლეობამ ქალაქში გავრცელებული უსიამოვნო სუნი აქციებით გააპროტესტა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში სოკოს სასათბურე მეურნეობიდან უსიამოვნო სუნი ქალაქში უკვე აღარ გავრცელდება, იუწყება რუსთავის მერიის ვებგვერდი.

„გავიგუდეთ“ - რუსთავში მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ვიდეო >>

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და კომპოსტის საამქროში, ახალი ტექნოლოგიური ციკლის დანერგვისა და თანამედროვე დანადგარის მონტაჟის პროცესს დაესწრო.

კომპოსტი ნიადაგის გამანოყიერებელია, რომელიც გამოიყენება როგორც ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების, ორგანული გამამდიდრებელი საშუალება.

ირაკლი ტაბაღუამ „თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობისგან დაპირება მიიღო, რომ კომპოსტის საამქროში, თანამედროვე დანადგარის მონტაჟისა და ამუშავების შემდეგ, რუსთავში უსიამოვნო სუნი აღარ გავრცელდება.

საწარმოს დირექტორის, რენატო გრიგორიანის განცხადებით, ტექნოლოგიური ციკლი შაბათიდან რადიკალურად შეიცვლება.

„ახალი დანადგარი უკვე შევიძინეთ, მიმდინარეობს მისი მონტაჟი. აღნიშნული დანადგარის შეძენაში 65 ათასი ევრო იქნა გადახდილი ჩვენს მიერ. შაბათიდან დანადგარი უკვე მუშა პროცესში უნდა იყოს. ეს ტექნოლოგიური პროცესი გააუმჯობესებს ხარისხს და თავისთავად სუნიც აღარ იქნება“, - განაცხადა „თეთრი ქუდის“ დირექტორმა რენატო გრიგორიანმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ხარვეზების გამოსწორება ამჯერადაც თუ არ მოხდება, საკითხისადმი მისი მიდგომა მომავალში უფრო მკაცრი და რადიკალური იქნება.

„არ არსებობს მოუგვარებელი საკითხი თუკი მეწარმეებს ექნებათ სწორი მიდგომა და სწორად ექნებათ გააზრებული ის, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ ფულის მოგების საშუალება და არის ხალხზე ზრუნვაც“, - განაცხადა ტაბაღუამ.

მისი თქმით, ჩამოვიდა დანადგარები, რომლებიც ტექნოლოგიურ პროცესთან ერთად, პირველ რიგში არასასიამოვნო სუნს მოსპობს ქალაქში. ის პროცესები, რაც ამ ტექნოლოგიით განხორციელდება, პრაქტიკულად სუნს გამორიცხავს საწარმოო პროცესში.

„მისასალმებელია ეს სიახლე, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ქალაქში ამ კუთხით მონიტორინგს აქტიურად ვაგრძელებთ და ჩვენი „ცხელი ხაზი“ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

გავიგუდეთ! - რუსთავის მოსახლეობა ადგილობრივ ქარხანას ჰაერის დაბინძურებაში ადანაშაულებს >>

მედიის ცნობით, 16 ოქტომბერს უსიამოვნო სუნით შეწუხებულმა რუსთაველებმა ქალაქის მერიის წინ საპროტესტო  აქცია გამართეს.

აქციის მონაწილენი აპროტესტებდნენ ქალაქის მიკრორაიონებში პერიოდულად გავრცელებულ, „ლეშის სუნს“, რომელიც, მათი განცხადებით, სოკოს სასათბურე მეურნეობიდან გამოდიოდა.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (93)

მთავარი თემები