20:04 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (185)
147 0 0

2019 წლის ზაფხულში 8, 4 ათასამდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5,7 ათასზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების 30 ათასამდე მასწავლებელმა გაზრდილი ხელფასი მიიღეს, ნათქვამია საქრთველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების კომპლექსურ რეფორმას, რომელიც საქართველოში ხორციელდება, რამდენიმე მიზანი აქვს - პედაგოგებისთვის პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება და პროფესიული ზრდისთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენა.

„სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს", -აღნიშნულია განცხადებაში.

რეფორმის ფარგლებში ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან.

საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე – უფროსი მასწავლებლები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორები.

 

 

პრაქტიკოსი-მასწავლებელი, იმისთვის, რომ უფროსი პედაგოგი გახდეს, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს გამოცდა საკუთარ საგანსა და პროფესიულ უნარებში (სურვილისამებრ - რედ.). კვალიფიკაციის ამაღლება პირდაპირ დაკავშირებულია მასწავლებლის ანაზღაურებასთან.

2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

პირველ ეტაპზე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  30 ათასამდე მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.

არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8, 4 ათასამდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5,7 ათასზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

უფროსი პედაგოგები ყოველთვიურად 1011 ლარს იღებენ, წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს, მენტორები – 1745 ლარს. lპედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც ხუთ მიმართულებას მოიცავს: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

თემები:
განათლება საქართველოში (185)

მთავარი თემები