12:05 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (222)
89 0 0

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 26,4 ჰექტარზეა განთავსებული და იქ დაახლოებით ორასწლოვანი ხეები ხარობს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწყო, ერთ თვეში დასრულდება, ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტირებისთვის თანხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფონდმა „ქართუმ" გამოყო, ხოლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტის ღირებულება 11 მლნ ლარს აღემატება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენა 2019 წლის ივნისში დასრულდება. პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. ის სამეგრელოს მთავრების სასახლის დეკორატიული ბაღის სახით მოეწყო.

ბაღის შესაქმნელად მე-19 საუკუნეში სპეციალურად მოიწვიეს ევროპელი მებაღეები და ევროპიდან იშვიათი მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.

ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.

ბაღისთვის ნერგები და თესლები საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, ხოლო დეკორატორად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბანინი მოიწვიეს. მან მთლიანად შეცვალა ბაღის გარეგნული იერი. სწორედ ბანინიმ შექმნა ხელოვნური ტბა პატარა კუნძულით.

 

 

თემები:
საქართველოს რეგიონები (222)

მთავარი თემები