11:27 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2121)
144 0 0

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 10 ივნისს დაქორწინდნენ

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, თუმცა, ორი დღის წინ ის კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა და მას Instagram-ის პირადი გვერდი გაუტეხეს.

ნოეს „ინსტაგრამზე“ 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ახალ პუბლიკაციებს ხშირად უზიარებდა გამომწერებს. ნოემ ახალი გვერდი გააკეთა და პროდიუსერის მეგობარი სელებრითები საზოგადოებას სთხოვდნენ, გვერდი დაერეპორტებინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროდიუსერმა ძველი გვერდი დაიბრუნა.

ნოე სულაბერიძის Instagram-ის გვერდის პოპულარობა განსაკუთრებით მისი და მოდელის ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილის ქორწინების შემდეგ გაიზარდა. მათი მოგზაურობა, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი, სამეგობრო წრე თუ ერთი ბანალური დღე ბევრს აინტერესებს.

საზოგადოებამ მათი ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო. ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. ჯანეტისთვის ეს პირველი შვილი იქნება, პროდიუსერს წინა ქორწინებებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 10 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს. მათი წყვილი დიდ ინტერესს იწვევს. ერთმანეთს იმდენად უხდებიან, თაყვანისმცემლების თქმით, გარეგნულად ჰგვანან კიდეც.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)

მთავარი თემები