Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ ვიცანი...“- თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი სრულიად შეიცვალა - ფოტოები

© photo: Tamar Lekveishvili / FBთამუნა ლეკვეიშვილი
თამუნა ლეკვეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამუნა ლეკვეიშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო

ბოლო პერიოდში იუმორისტმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი შვილი ჰყავს.

როგორც თავად ამბობს, იღბლიანია და ის ოცნება, რაც ზესტაფონში, ბავშვობის დროს ჰქონდა, დედაქალაქში ჩამოსულმა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც აიხდინა.

თამუნა ლეკვეიშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო. ახალ ფოტოზე იუმორისტ იმიჯი სრულიად შეცვლილი ავქს - თმა შავად შეიღება, დაიხვია და თვალზე ცისფერი ლინზები უკეთია.

აგვისტოში, ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-დან კად­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის შე­მოქ­მე­დი ჯგუ­ფი - „კო­მე­დი ჯგუ­ფი“ გა­ი­ყო. ერთი ნაწილი, მათ შო­რის ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ოთო ლომ­თა­ძე, თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი, ვანო ფხა­კა­ძე, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი, ნიკა გრი­გო­ლია, ილო ბე­როშ­ვი­ლი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სულ 13 ადა­მი­ა­ნი, ნიკა გვა­რა­მი­ას „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ბარ­გდნენ.

გუნ­დის ნა­წი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე დარ­ჩა - დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რი­საა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი და მისი გუნ­დის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რი, რომ­ლე­ბიც უკვე ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მალ­ხა­ზიშ­ვი­ლის თქმით, „კო­მე­დი­ში“ სულ 50 ადა­მი­ა­ნი იყო და მათ­გან 13-მა და­ტო­ვა ტელეკომპანია.

ყველა ახალი ამბავი
0