„კომაში ვიყავი 18 დღე, უცებ ინათა...“ - საოცარი ისტორია ქალზე, რომელიც საიქიოდან მობრუნდა

CC0 / Pixabay / სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი წერს, რომ მისმა მეუღლემ მღვდელი მიიყვანა რეანიმაციაში და თავთან მისი სახელობის ხატი დაუდეს, ჯანმრთელობის ლოცვა წუკითხეს, მერე მისი გოგონა და დედა შემოიყვანეს გამოსამშვიდობებლად

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი წივწივაძე თავსგადამხდარ საოცარ ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, 2013 წელს ინგოროყვას კლინიკაში, კომაში მყოფი რეანიმაციაში იწვა 18 დღე, გადარჩენის 1% აღარ იყო და აპარატი უნდა გამოერთოთ, სოფლებიდან სანათესაო ჩამოვიდა და გამოიგლოვეს.

ქალი წერს, რომ მისმა მეუღლემ მღვდელი მიიყვანა რეანიმაციაში და თავთან მისი სახელობის ხატი დაუდეს, ჯანმრთელობის ლოცვა წუკითხეს, მერე მისი გოგონა და დედა შემოიყვანეს გამოსამშვიდობებლად.

„გამოემშვიდობეთ, ვთიშავთ აპარატსო და ბრახ, ინათა! მესმის დედაჩემის კივილი, შვილო, ცოცხალი თუ ხარ, მანიშნეო. მეც ხელი ხელზე მოვუჭირე და ცოცხალია, ცოცხალიო, გავარდა აკივლებული და ატირებული. მწარედ მახსოვს, გარეთ 300-მა კაცმა იხუვლა, გადარჩაო. რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ. დიდია უფლის რწმენა. მე გადავრჩი“, - წერს მარი წივწივაძე.

ყველა ახალი ამბავი
0