„ყველაზე ლამაზი პრეზიდენტი“ - სალომე ზურაბიშვილის სამოსმა საზოგადოება აღაფრთოვანა

© Photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს პრეზიდენტად აირჩიეს

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე დაესწრება იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას, სადაც ქართულ მოტივებზე შექმნილი მუქი ლურჯი ბარხატის კაბა ეცვა. მისმა ჩაცმულობამ სოციალურ ქსელში აღფრთოვანება გამოიწვია. პრეზიდენტს სამოსს უქებენ.

ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა მოუწონეს. ალბათ ყველას ახსოვს საზოგადოების კრიტიკა მის მიმართ, როდესაც ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს და პროტოკოლის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი.

ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციიდან სამოსის შერჩევა სთხოვა და სამი კაბის ფოტოს გამოაქვეყნა. პოსტს „ფეისბუქის“ გვერდზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სპეციალური პოსტით გამოეხმაურა პრეზიდენტს და საკუთრი „ლუქიც“ კი შესთავაზა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს პრეზიდენტად აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0