პროფესიონალურ სპორტში გადაზრდილი ბავშვური თამაში – რა არის კიბერსპორტი?

© photo: Georgian Computer Sports Federation / FBსაქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია
საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დროს ჯერ კიდევ უაზრო, ბავშვების საქმედ მიჩნეული გასართობი დღეს უკვე სერიოზულ ბიზნეს-ინდუსტრიად იქცა და ბავშვები პროფესიონალი ათლეტები გახდნენ, რომლებიც თვეში ათასობით დოლარს გამოიმუშავებენ.

ბავშვობაში, როცა ინტერნეტ-თამაშების გარდა არაფერი გვაინტერესებდა, კომპიუტერებთან საათობით ვისხედით და მშობლები უსაქმურებს გვეძახდნენ, ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი საყვარელი გასართობი სერიოზული საქმიანობა გახდებოდა, სადაც ძალიან დიდი კაპიტალი იტრიალებდა. მაშინ არავის ჯეროდა, რომ უამრავ ქვეყანაში ინტერნეტ-თამაშები ოფიციალური სპორტი გახდებოდა. ხალხი ვერ ხვდებოდა იმ დროს, თორემ ჩვენ უსაქმურები კი არა, თურმე, კიბერ-სპორტსმენები ვყოფილვართ.  

სიტყვა კიბერსპორტი, ანუ ელექტრონული სპორტი, პოპულარულ ვიდეო-თამაშებში ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში შეჯიბრს გულისხმობს. ამ სპორტში მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ჩართული და ათასობით ჩემპიონატი ტარდება. ჩვეულებრივ ტურნირებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. თუმცა არსებობს პროფესიონალური ლიგებიც, სადაც მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშეები და გუნდები დაიშვებიან. პროფესიონალ მოთამაშედ ქცევა კი დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ელექტრონულ სპორტში ჩართული ადამიანები ვარჯიშობენ ზუსტად იმავე სიხშირითა და ინტენსიურობით, როგორც, მაგალითად, კალათბურთის, ფეხბურთის ან სხვა ტრადიციული სპორტის სახეობებში ვხვდებით ხოლმე.

© photo: Georgian Computer Sports Federation / FBსაქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია
პროფესიონალურ სპორტში გადაზრდილი ბავშვური თამაში – რა არის კიბერსპორტი? - Sputnik საქართველო
საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია

ალბათ გინახავთ ხალხით გადაჭედილი სტადიონები ფეხბურთის მატჩის დროს. კიბერსპორტის პროფესიონალური ლიგის შეხვედრები დიდად არ განსხვავდება მისგან. უამრავი ადამიანი ერთ დარბაზში იყრის თავს, რათა თავიანთ საყვარელ გუნდს უგულშემატკივრონ. მათ წინ დიდი სცენაა, სადაც მოთამაშეები კომპიუტერებს უსხედან. მოთამაშეების უკან კი უზარმაზარი ეკრანია, სადაც თამაშის მიმდინარეობას ხალხი ზუსტად იმავე ემოციებით და განცდებით ადევნებს თვალს, როგორიც სხვა ჩვეულებრივი სპორტის გულშემატკივრებს უჩნდებათ ხოლმე. ასეთი თამაშები მსოფლიოს ყველა კუთხეში ტარდება, ასევე ხდება მათი ონლაინ-სტრიმინგი, ანუ ონლაინ-ტრანსლაცია სხვადასხვა პლატფორმაზე. მაყურებლების დიდი რაოდენობის გამო კიბერსპორტი მსხვილი კომპანიების ყურადღების ქვეშ მოექცა, რამაც თამაშების სფეროში უკვე რეალური და რეგულარული შემოსავლის წყარო გააჩინა, გაიზარდა დაინტერესებულთა რიცხვიც და კონკურენციის დონემ სპორტის ამ სახეობაში საგრძნობლად აიწია.

 Street Art - Sputnik საქართველო
ქუჩის მხატვრობა: კრიმინალი თუ ნამდვილი ხელოვნება

ინტერნეტ-სპორტს დიდი აუდიტორია ჰყავს, ძირითადად, ახალგაზრდები. გარდა იმისა, რომ ეს აუდიტორია კეთილსინდისიერ სპონსორებს იზიდავს, გამოჩნდნენ ისეთ კომპანიებიც, რომლებმაც ამ საზოგადოებას მხოლოდ ფულადი მოგების მიზნით იყენებენ. 

ასეთმა კომპანიებმა შექმნეს ვებ-საიტები, რომლებიც ტოტალიზატორებისგან არაფრით განსხვავდება და სადაც კიბერსპორტის მოყვარულებს შეუძლიათ თავიანთ საყვარელ გუნდებზე ფსონები გააკეთონ. ამგვარ საიტებს არავინ აკონტროლებს და რეგისტრაცია შეუძლია უკლებლივ ყველა ასაკის ადამიანს. აქ მთავარი ხრიკი ისაა, რომ ადამიანები პირდაპირ ფულზე არ თამაშობენ, თუმცა ისინი ნამდვილი ფულით გარკვეულ ნივთებს ყიდულობენ კონკრეტული კიბერთამაშისთვის, შემდეგ კი ფსონად დებენ იმის იმედით, რომ უფრო ძვირიან ნივთებს მოიგებენ.

© photo: Georgian Computer Sports Federation / FBსაქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია
პროფესიონალურ სპორტში გადაზრდილი ბავშვური თამაში – რა არის კიბერსპორტი? - Sputnik საქართველო
საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია

ეს ვებ-საიტები დღემდე თავისუფლად ფუნქციონირებენ. ამიტომ თუ თქვენი შვილი ჩართულია კომპიუტერულ თამაშებში სერიოზულ დონეზე, აუცილებლად აკონტროლეთ იგი. აკონტროლეთ არა მარტო იმიტომ, რომ ზემოხსენებულმა უსინდისო კომპანიებმა არ ჩაითრიონ აზარტულ თამაშებში, არამედ იმიტომაც, რომ ინტერნეტ-თამაშებმა შეიძლება მოზარდს მთელი თავისი დრო წაართვას და სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოწყვიტოს. ამიტომ დაუწესეთ თქვენს შვილებს გარკვეული შეზღუდვები, რა პერიოდშიც იგი „ივარჯიშებს“ ხოლმე. არ შეიძლება დღე და ღამე თამაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებობს კიბერ-სპორტსმენების სკოლა, სადაც მშობლებს გამიზნულად შეჰყავთ შვილები, რათა სწორედ თამაში ისწავლონ. აქ ბავშვები, თამაშის სპეციფიკის ათვისებასთან ერთად, დროის სწორად გადანაწილებასაც ეჩვევიან.

კაზინო - Sputnik საქართველო
სუიციდზე აგებული ბიზნესი: დაიცავით თქვენი შვილები აზარტული თამაშებისგან

მსოფლიო კიბერსპორტის ჩქარი განვითარების ფონზე ამ მხრივ საქართველოშიც სერიოზული წინსვლა შეინიშნება. ჩვენ ქვეყანაში 2002 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია, რომელსაც სხვადასხვა თამაშებში არაერთი ტურნირი აქვს ჩატარებული. მათ დაარსებიდან რვა მსოფლიო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი, ასევე ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, ორი ევროპის პირველობის შესარჩევი, ცხრა საქართველოს ჩემპიონატი, სამი სასკოლო ოლიმპიადა და ასამდე საკლუბო ჩემპიონატი ჩაატარეს. ამავე ფედერაციის ორგანიზებით 2004 წლიდან ქართული კიბერ-სპორტსმენები 11-ჯერ გავიდნენ საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

ელექტრონულ სპორტს უკვე შეუჩერებელი კულტურული ძვრები მოჰყვა და ზრდას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით აგრძელებს. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია შეუქცევადი გახდა და, ჩემი აზრით, ამ კულტურის გლობალურ ფენომენად ქცევა პრაქტიკულად გარდაუვალია. ამიტომ თუ თქვენი შვილი ხშირად თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, ამის გამო ძალიანაც ნუ დასჯით. რა იცით, იქნებ მომავალ კიბერ-ათლეტს ზრდით.

 

ყველა ახალი ამბავი
0