18:06 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
დავით ნარმანია

დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (53)
69 0 0

ნარმანია კომისიას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამშაბათს კომისიამ დაამტკიცა ორშაბათს გამართული ფარული კენჭისყრის შედეგები, რომლის საფუძველზეც ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა.

„ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ამ დრომდე დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ირინა მილორავა, რომლის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ამოიწურა.

ნარმანია სემეკ-ს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ნარმანია პროფესიით ეკონომისტია და დოქტორის ხარისხს ფლობს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში ენერგეტიკის კუთხით.

ნარმანია 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 48 ნაშრომის თანაავტორია. დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

2012-2014 წლებში ნარმანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

ის ქალაქის მერად 2014 წლის ივლისში აირჩიეს. 2017 წლის 12 ნოემბერს კი მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

თბილისის მერის თანამდებობას ნარმანია თითქმის სამნახევარი წელი იკავებდა. ნარმანიას მერობის დროს განხორციელებული ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო „ახალი ტფილისი“. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა განახლდა რამდენიმე ქუჩა, განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე.

აგრეთვე მის მერობას უკავშირდება მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მშენებლობის დასრულება, კუს ტბაზე საბაგიროს მუშაობის განახლება. გარდა ამისა, პუშკინის ქუჩაზე აშენდა ესტაკადა, რამაც გზის ამ მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა უზრუნველყო.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (53)

მთავარი თემები