Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემთვის ქალის ეტალონი ხართ!“ – ეკა ხოფერია შეუდარებლად გამოიყურება

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია მიხეილ ხუჯაძე
ეკა ხოფერია მიხეილ ხუჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ხოფერიას იმიჯით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები გაოცებას ვერ მალავენ. ჟურნალისტი მეუღლესა და მეგობრებთან ერთად თურქეთს რამდენიმე დღის წინ ეწვია. ბოდრუმის ერთ-ერთი ლამაზ ნაწილში გადაღებულმა სურათებმა ბევრი ქალბატონი დააინტერესა. ვისთვის გახდა ეკა ხოფერია ქალის ეტალონი?

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევებით განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. ცნობილი ადამიანები, ახალი ბრენდები, საინტერესო ისტორიები და წარმატებული ადამიანები ეკა ხოფერიას ჟურნალის პრიალა ფურცლებზე ერთიანდებიან.

ერთ-ერთი გამოჩენილი ტელესახე ბევრს მოგზაურობს. აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი ქალიშვილი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ეყოლა, ევროპაში სწავლობს. ეკა შვილს სხვადასხვა ქალაქში ხშირად აკითხავს. დედა-შვილი ერთადაც მოგზაურობს. ეკა ხოფერიას თქმით, ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ ბევრად მეტი თავისუფალი დრო აქვს. შესაბამისად, ჟურნალისტი ქმარ-შვილს ბევრად მეტ დროს უთმობს. მიშა ხუჯაძე და ეკა ხოფერია ცხელ ზაფხულს შესაშურად ატარებდნენ. წყვილმა ერთად დაუვიწყარი დრო იბიცასა და ბოდრუმში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დასრულდა, ბოდრუმს რამდენიმე დღით დაუბრუნდნენ.

ეკა ხოფერია უახლეს ფოტოზე საოცრად გამოიყურება – ასეთი კომპლიმენტებით შეამკეს ტელესახე. ჟურნალისტი, თავის მხრივ, არც ერთ კომენტარს უპასუხოდ არ ტოვებს. მისი უშუალო კონტაქტის დამსახურებით ეკა ხოფერიას ახლად შექმნილ სოციალურ გვერდს უამრავი მიმდევარი ჰყავს. 54 ათასი ხელმომწერის მეშვეობით ეკა ხოფერია მეტად აქტუალური გახდა. „უსაყვარლესი და ულამაზესი ეკა! ჩემთვის ქალის ეტალონი ხართ!“; „ეკა , სასწაული სურათია: მომენტი, პოზა, რაკურსი იდეალური“; „საოცარი ადამიანი ბრძანდებით!“ – წერენ ეკას მეგობრები და თაყვანისმცემლები.

ყველა ახალი ამბავი
0