Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ფაცაცია ბიზნესმენ ქმართან ერთად წვეულებაზე გამოჩნდა – ფოტოდეტალი

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ფაცაცია ისრაელში გასტროლებზე იმყოფება. ტელეწამყვანი 18 ოქტომბერს ცნობილ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად თელ-ავივში ჩაფრინდა, სადაც დაბადების დღეც აღნიშნა. ყოფილ მოდელს 38 წელი შეუსრულდა. ის მეუღლესთან ერთად დიდი პაუზის შემდეგ გამოჩნდა.

საზოგადოებისთვის ცნობილი ტელესახე თიკა ფაცაცია დიდ სიმპათიას იწვევს. მისი ოჯახით დაინტერესებული თაყვანისმცემლები ოჯახის წევრებთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას სთხოვენ.

თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. ბიზნესმენი დავით ანთელიძე საჯარო სივრცეებს თავს არიდებს. ამ მხრივ თიკა ქმარს ხელს უწყობს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად თიკა და დავითი ჯერ კიდევ მაშინ დაოჯახდნენ, როდესაც ტელეწამყვანი ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა.

თიკას და მის რჩეულს სამი ვაჟი ჰყავთ. ბიჭები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. თიკას უფროს ვაჟს ბიძას – ლევან ფაცაციას ამსგავსებენ. თიკას უფროსმა ვაჟმა ინგლისურენოვანი სკოლა წელს დაამთავრა. შუათანა ვაჟი 9 წლისაა, ხოლო უმცროსი 6 წლის გახდა. თიკა დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ დავით ანთელიძემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თიკა შემთხვევით ტელევიზორში ნახა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.

იმის გათვალისწინებით, რომ თიკა ქმართან ერთად გადაღებულ სურათებს არ აქვეყნებს, მათი ერთად ყოფნა მომღერალმა ლელა წურწუმიამ დააფიქსირა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კონცერტზე გამგზავრებული ცნობილი სახეები თიკას დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო ნიჟარაძემ თიკას იუბილეზე საგანგებოდ იმღერეს. პოპულარულმა ტელეწამყვანმა 38-ე დაბადების დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტიდან დაიწყო. უზარმაზარ სუფრასთან თიკას ქმარი დავით ანთელიძეც აღმოჩნდა. ლელა წურწუმიას მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ბიზნესმენი ცოლსა და მის მეგობრებს ვიდეოს უღებს.

ყველა ახალი ამბავი
0