09:03 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1286)
1049301

სამწუხაროდ, გოგონა კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. 19 წლის ლიკა კიკნაველიძე ინსულტით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეგობრებმა პოსტი გაავრცელეს.

„გოგონა, რომელიც ცხოვრებას შეგაყვარებს, გაგიფერადებს და სხვაგვარი თვალით დაგანახებს. პოზიტივი სილაღე და ყველაფერი კარგი ერთად, აი ასეთ ლიკუნას სჭირდება ჩვენი დახმარება. 13 ოქტომბერს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა კომაშია, იბრძვის სიცოცხლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან ისევ გაგვიფერადოს ცხოვრება ჩვენმა ციცინათელა გოგომ, ისევ გაიღიმოს და გაგვაბედნიეროს. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ მას ამ სირთულის დაძლევაში. ეკლესიაში, ან თუნდაც სახლში თითო სანთელი დავანთოთ და ერთად ვილოცოთ ლიკა კიკნაველიძის გადასარჩენად“.

სამწუხაროდ, გოგონა კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა. „მზე ჩავიდა... წავიდა იქ, სადაც უფრო მეტი სიკეთეა, სინათლე და სიმშვიდე... გამძლეობა მისცეს ღმერთმა შენს უბედურ მშობლებს ლიკა...“, – წერს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1286)

მთავარი თემები